კუდი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: კუდის
1. ცხოველის სხეულის წაგრძელებული, მოძრავი ხრტილოვანი დანამატი კუდუსუნის ძვალზე.
ძაღლს კუდი მოაჭრეს. კუდს აქიცინებს.
2. გადატანითი რაიმეს ბოლო, ნარჩენი.
ჩურჩხელის კუდები. ავტოკოლონის კუდიღა მოჩანდა.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
ვისიმე კუდია
მუდამ თან ახლავს, მას ემხრობა, მისიანია.
კუდს გამოაბამს
უმნიშვნელო ამბავს, ნათქვამს გააზვიადებს, არასწორად გაავრცელებს.
კუდი ეწვის
ეშინია, რომ მისი ტყუილი, დანაშაული გამომჟღავნდება.
კუდი კუდზე აქვთ გადაბმული
ყველაფერში ერთმანეთს ემხრობიან, ერთობლივად მოქმედებენ.
კუდი ყავარზე აქვს გადებული
ამაყია, ამპარტავანია.
კუდით ქვას ასროლინებს
გააქცევს, დაამარცხებს, შეაშინებს.
ბმულები
კუდა კუდიანი უკუდო