კურთხევა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: კურთხევის

ზმნები: აკურთხებს უკურთხებს იკურთხება ეკურთხება აკურთხებინებს

1. მღვდელმსახურის მიერ ხალხის, მრევლის დალოცვა ჯვრის გადასახვით.

კათალიკოსმა ხალხი აკურთხა.

2. მღვდელმსახურის მიერ სპეციალური საეკლესიო წესების შესრულება.

წყლის კურთხევა. ზეთის კურთხევა. სახლი უკურთხა. ხატების კურთხევა.

3. მღვდელმთავრის (ეპისკოპოსის, მთავარეპისკოპოსის, მიტროპოლიტის) მიერ მღვდლობის საიდუმლოს აღსრულება.

მღვდლად კურთხევა. დიაკვნად აკურთხეს.

ბმულები

კურთხეული ნაკურთხი საკურთხებელი საკურთხი