კურსი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: კურსის

1. მოძრაობის მიმართულება, გეზი (მანქანის, თვითმფრინავის, გემისა და მისთ.

კურსი აიღო.

2. გადატანითი მიმართულება, გეზი რაიმე სფეროში.

პოლიტიკური კურსი. ეკონომიკური კურსი.

3. ფასიანი ქაღალდების ღირებულება.

ლარის კურსი.

4. უმაღლეს ან სპეციალურ სასწავლებელში სწავლების ესა თუ ის წელი.

პირველი კურსის სტუდენტი.

5. რომელიმე მეცნიერების ან მისი ნაწილის სისტემური გადმოცემა უმაღლეს სასწავლებელში, სახელმძღვანელო, რომელიც ასეთ გადმოცემას შეიცავს.

ლიტერატურის კურსი.

6. სწავლების ან სამკურნალო პროცედურათა დასრულებული ციკლი.

მკურნალობის კურსი.

7. [ძირითადად მრავლობითი] მოკლევადიანი სასწავლებელი, რომელიც მომზადებას იძლევა რაიმე ვიწრო სპეციალობაში.

საბუღალტრო კურსები. ფოტოგრაფიის კურსები.

8. სასწავლო საგნები, რომლებსაც გადიან რომელიმე სასწავლებელში.

საუნივერსიტეტო კურსი.

ბმულები

კურსდამთავრებული საკურსო