კუჭი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: კუჭის
ადამიანისა და ცხოველის საჭმლის მომნელებელი სისტემის ძირითადი ორგანო.
კუჭის წყლული. კუჭის ტკივილი.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
კუჭი ამოივსო
დანაყრდა, გაძღა.
კუჭი უხმება
არაფერი აბადია, ღარიბია.
კუჭის აშლა
ფაღარათი.
რა კუჭი ეწვის
რა მაგის საქმეა (სადარდებელია).
ბმულები
კუჭ-ნაწლავი