ლობიო
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: ლობიოს
1. ერთწლოვანი პარკოსანი კულტურული მცენარე, იკეთებს მრავალთესლიან პარკს და სხვადასხვა ფორმისა და შეფერილობის მარცვლებს.
ჭრელი ლობიო. სარის ლობიო.
2. ლობიოსგან (1)მომზადებული საჭმელი.
ქოთნის ლობიო. ნიგვზიანი ლობიო.
3. გადატანითი უფხო, უნიათო ადამიანი.
შე ლობიო!