მარკა
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: მარკის
1. პატარა ოთხკუთხი ქაღალდი, რომელზედაც რაიმე გამოსახულება და ფასია აღნიშნული, აკრავენ საფოსტო და ზოგიერთ სხვა გზავნილებს საფასურის გადახდის აღსანიშნავად.
იშვიათი მარკა. მარკების კოლექცია.
2. სამრეწველო ნაწარმის ხარისხი, ტიპი.
უმაღლესი მარკის პროდუქტი. ფორდის მარკის ავტომანქანა.