მახვილი1
ზედსართავი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: მახვილის
1. წვეტიანი, ბასრი.
მახვილი ხმალი. მახვილი შუბი. მახვილი დანა.
2. წვეტიანი, ორპირი, ბასრი, ხანჯლის მსგავსი ცივი იარაღი.
ფარი და მახვილი. მახვილი იშიშვლა.
3. გადატანითი ძალიან კარგი, ძლიერი, გამჭრიახი.
მახვილი სმენა. მახვილი ყნოსვა. მახვილი ჭკუა.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
მახვილი კუთხე
90 გრადუსზე ნაკლები კუთხე.
ცეცხლითა და მახვილით
დაუნდობლად, სასტიკად.
ბმულები
მახვილსიტყვაობა