მემკვიდრეობა
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: მემკვიდრეობის
1. ქონება, რომელიც პატრონის სიკვდილის შემდეგ ახალ პატრონს გადაეცემა.
დიდი მემკვიდრეობა. მამის მემკვიდრეობა მიიღო.
2. წინაპრების მიერ შექმნილი რამ, რასაც მატერიალური თუ კულტურული ღირებულება აქვს.
სულიერი მემკვიდრეობა.
3. ცოცხალი არსების თვისება, რომელიც განსაზღვრავს მისი ფიზიკური, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მახასიათებლების გადაცემას შთამომავლებისთვის.
მუსიკის ნიჭი მემკვიდრეობით დაჰყვა.
ბმულები
მემკვიდრე