მიდევნა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: მიდევნის
ზმნები: მისდევს
1. გაქცეულის დასაწევად ან დასაჭერად უკან კვალდაკვალ სირბილით მიყოლა.
ქურდს მისდევენ. ბავშვები ძაღლს მისდევდნენ.
2. მომავლის შორიახლოს მიყოლა.
გვერდით მისდევდა. ფეხდაფეხ მისდევდა. დედას ჩუმად მისდევდა.
3. ერთმანეთის მიყოლებით, თანმიმდევრობით რაიმეს მონაცვლეობა.
კვირა კვირას მისდევდა. წელიწადი წელიწადს მისდევდა. კადრი კადრს მისდევს.
4. რაიმე წესის, მოძღვრების, საქმიანობისა და სხვ. შესრულება, დაცვა.
ძველ ტრადიციებს მისდევენ. მეცხვარეობას მისდევენ.
ბმულები
მიმდევარი