მიკუთვნება
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: მიკუთვნების
ზმნები: მიაკუთვნებს მიეკუთვნება
1. ვინმეს საკუთრების აღიარება.
შვილი დედას მიაკუთვნეს. სახლი სხვას მიაკუთვნეს.
2. ნაშრომის, ნაწარმოებისა და მისთ. ვინმესთვის, რაიმესთვის მიწერა.
ხელნაწერი მე-15 საუკუნეს მიაკუთვნეს. ძეგლი ადრინდელ ეპოქას მიეკუთვნება.
3. წოდების, სახელის, ჯილდოს მინიჭება, მიცემა.
პრემია სხვას მიაკუთვნეს. პირველი ადგილი მიაკუთვნეს.
ბმულები
მიკუთვნებული