მიმოქცევა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: მიმოქცევის

ზმნები: მიმოაქცევს მიმოიქცევა

1. ზღვაში წყლის დონის პერიოდული კლებისა და მატების ციკლი.

ზღვის მიმოქცევა. წყლის მიმოქცევა.

2. ფულის, საქონლისა და მისთ. ტრიალი, მოძრაობა.

პროდუქციის მიმოქცევა. ახალი მონეტების მიმოქცევა დაიწყო.

3. სითხის აქეთ-იქით მისხმა.

ეზოში წყალი მიმოაქცია.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

სისხლის მიმოქცევა