მირთმევა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: მირთმევის

ზმნები: მიართმევს მიირთმევს მიერთმევა

1. რაიმეს მიცემა ან მიტანა (გამოიყენება თავაზიანობის, პატივისცემის გამოსახატავად).

მეფეს ბედაური მიართვეს. ძვირფასი საჩუქარი მიართვეს.

2. პატივისცემისა საჭმლის ჭამა ან სასმლის შესმა.

პური მიირთვა. მადიანად მიირთმევს.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ვერ მიართვეს!

ტყუილად აქვს რაიმეს იმედი, არ გამოუვა.

ლანგრით (ხონჩით) მირთმევა

მზამზარეულად მიცემა, უშრომლად, გაუჭირვებლად მიღება.

ბმულები

მიირთვით მირთმეული