მიღება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: მიღების

ზმნები: მიიღებს მიიღება მიაღებინებს

1. კუთვნილის, გამოგზავნილის ჩაბარება, გამორთმევა.

დეპეშა მიიღო. ამანათი მიიღო. ბინა მიიღო.

2. რაიმეს მოპოვება, მიღწევა, მოწევა.

უფლება მიიღო. მოსავალი მიიღეს. განათლება მიიღო. კარგი ნიშანი მიიღო.

3. რაიმე პროცედურის ჩატარება, წამლის დალევა ან გადაყლაპვა.

აბაზანა მიიღო. ბევრი სითხე მიიღოს. ეს აბები ჭამის წინ უნდა მიიღოს.

4. რაიმეს გამოცხადება ან დამტკიცება.

საყვედური მიიღო. პროექტი მიიღეს. უარი მიიღო. გადაწყვეტილება მიიღეს.

5. სადმე გაწევრიანება, გაერთიანება, ჩარიცხვა.

პარტიაში მიიღეს. უნივერსიტეტში მიიღეს. ქრისტიანობა მიიღო.

6. ვინმესთან შეხვედრა, მიგებება.

სტუმრები მიიღეს. პრეზიდენტმა დელეგაცია მიიღო. ექიმმა მიმიღო.

7. შეცვლა, გადასხვაფერება.

ქალაქმა სხვა იერი მიიღო. მხიარული გამომეტყველება მიიღო.

ბმულები

მიმღები მისაღები მიუღებელი