მიძღვნა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: მიძღვნის

ზმნები: მიუძღვნის მიეძღვნება

1. ძღვნად, საჩუქრად მიცემა.

დედას ყვავილები მიუძღვნა.

2. ვინმეს ან რაიმეს პატივსაცემად, სამახსოვროდ რაიმეს გაკეთება, მოწყობა, შექმნა.

ისტორიულ თარიღს ლექსი მიუძღვნა. მის ხსოვნას ნაშრომი მიუძღვნა. საღამო გამოჩენილ მსახიობს მიეძღვნა.

ბმულები

მიძღვნილი