მიწევა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: მიწევის
ზმნები: მისწევს მიიწევს მიუწევს მიიწევა მიეწევა მიაწევინებს
1. რაიმესთვის ადგილის გადანაცვლება, მიახლოება.
საწოლი მისწია. მაგიდა კედლისკენ მისწია. კარისკენ მიიწია. თეფში მიუწია.
2. წინ წასულთან მიახლოება.
გაქცეულს ძლივს მიეწია. ლაშქარს მდევარი მიეწია.
3. სწრაფვა რაიმეს გაკეთებისკენ.
საჩხუბრად მიიწევდა.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
წინ მიიწევს
წინ მიდის.