მიწერა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: მიწერის
ზმნები: მისწერს მიაწერს მიიწერს მიუწერს მიეწერება მიაწერინებს
1. სხვაგან მყოფისთვის წერილობით მიმართვა, წერილის გაგზავნა.
დედას წერილი მისწერა. ოფიციალური წერილი მისწერეს. პასუხი მისწერა.
2. დაწერილისთვის რაიმეს მიმატება.
სიას ერთი გვარიც მიაწერა. წერილს ბოლოში მიაწერა .წიგნზე მიაწერა.
3. რაიმეს მიზეზად ჩათვლა.
მის გულუბრყვილობას მიაწერეს. რას მივაწერო მისი ნათქვამი? ყველაფერი შემთხვევას მიაწერეს.
4. საკუთარი საქციელის, ქმედების, ნათქვამის სხვისთვის მიკუთვნება, სხვის ნამოქმედრად ჩათვლა ან - პირიქით.
თავისი გაკეთებული შვილს მიაწერა. ყველაფერი სხვას მიაწერა. ყველაფერი თვითონ მიიწერა.
ბმულები
მისაწერი მიწერილი