მიწვდენა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: მიწვდენის
ზმნები: მიაწვდენს მიუწვდენს
1. შორს მყოფ ადამიანამდე რაიმეს გაგზავნა.
ხმა მიაწვდინა. ამბავი მიაწვდინა.
2. შორს მოთავსებულ საგანზე შეხება, ჩვეულებრივ, დიდი ძალისხმევის შედეგად.
ჯოხი კარს მიაწვდინა. ხელი ხის ტოტს მიაწვდინა.