მოგდება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: მოგდების

ზმნები: მოაგდებს მოიგდებს მოუგდებს

1. ნაჩქარევად, დაუდევრად, უხეშად მოცემა, დატოვება.

ჩანთა მომიგდო და წავიდა.

2. ზურგზე ან მხრებზე რაიმეს მოდება ან მოხურვა.

ჩანთა მოიგდო. კისერზე შარფი მოიგდო.

3. სითხის ზედაპირზე ქაფის, ცხიმისა და მისთ. გაჩენა.

რძემ ნაღები მოიგდო.