მოგვრა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: მოგვრის
ზმნები: მოჰგვრის
1. ვინმეს ან რაიმეს მოყვანა.
მეფეს ტყვეები მოჰგვარეს. ცხენი მოჰგვარეს.
2. სევდის, სიხარულისა და მისთ. გამოწვევა.
ღიმილი მოჰგვარა. შიში მოჰგვარა. ჟრუანტელი მოჰგვარა.
მოგვრილი მომგვრელი