მოვლა1

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: მოვლის

ზმნები: მოუვლის მოევლება მოავლევინებს

1. ვინმეზე ზრუნვა, პატრონობა.

ავადმყოფის მოვლა. ოჯახს ვერ მოუარა.

2. გადატანითი არეული საქმის, მდგომარეობის გამოსწორება.

ყველაფერს მოევლება. პრობლემებს ასე არ მოევლება.

ბმულები

მომვლელი მოუვლელი