მოლაპარაკება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: მოლაპარაკების

ზმნები: მოილაპარაკებს მოელაპარაკება

1. რაიმე საკითხზე დალაპარაკება და შეთანხმება.

მეგობრებმა მოილაპარაკეს. თანამშრომელს მოელაპარაკა.

2. სხვადასხვა შეხედულების მქონეთა, მოწინააღმდეგეთა პოზიციების შეჯერება, შეთანხმება.

მოლაპარაკება გაიმართა. მოლაპარაკებამ შედეგი გამოიღო.