მონასტერი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: მონასტრის
ღვთისმსახურთა გაერთიანება, რომელსაც აქვს ეკლესია და ბერ-მონაზონთა საცხოვრებელი ნაგებობები, სამეურნეო მამული.
დედათა მონასტერი. მონასტრის წინამძღვარი.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
აირია მონასტერი
დიდი არეულობაა, დაძაბული და გაურკვეველი მდგომარეობაა.