მოსვლა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: მოსვლის
ზმნები: მოდის მოვა მოუვა
1. სიარულით, სვლით ჩემამდე ან შენამდე მოღწევა.
სტუმრები მოვიდნენ. მატარებელი მოვიდა.
2. გარკვეული დროის, სეზონის დადგომა.
ზამთარი მალე მოვა.
3. მოსავლის, ჭირნახულის მოწევა.
წელს კარგი სიმინდი მოვიდა.
4. რაიმეს დამართება, შემთხვევა.
რა მოგივიდა? რაც მოუვა, თავისი ბრალი იქნება.
ბმულები
მომსვლელი მოსული