მოსწრება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: მოსწრების

ზმნები: მოასწრებს მოუსწრებს მოესწრება

1. დროზე, საჭირო ვადაში გაკეთება.

დალაგება მოვასწარი. საღამომდე ვერ მოესწრება.თქმა ვერ მოასწრო.

2. იგივეა, რაც დასწრება(1).

მოსვლა სხვებს მოასწრო. მეგობარმა მოგასწრო.

3. გზაში ყოფნისას ამინდის შეცვლა ან დაღამება.

წვიმამ მოგვისწრო. ღამემ მოგვისწრო. ყინვამ გზაში მოუსწრო.

4. მოლოდინის გამართლება, სურვილის ახდენა.

ამას რას მოვესწარი! შვილის ბედნიერებიას მოესწრო. ასეთს არაფერს მოვსწრებივარ. ეს რას მოვესწარი!

იდიომები და მყარი შესიტყვებები

თავის დღე და მოსწრება

მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში.

ბმულები

კვალი(1)