მოტეხა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: მოტეხის
ზმნები: მოტეხს მოატეხს მოიტეხს მოუტეხს მოატეხინებს
1. საგნისთვის ნაწილის მომტვრევა, მოცილება.
სიმინდი მოტეხეს. ხეს ტოტი მოატეხა.
2. კიდურების დაზიანება.
ფეხი მოიტეხა. ჩხუბში ხელი მოსტეხეს.
3. გადატანითი დაბერება, დაუძლურება.
ჯავრმა მოტეხა. წლებმა მოტეხეს.
4. საუბრული ვინმეს უგულებელყოფა, საქმიდან ჩამოშორება ან რაიმეს მითვისება.
ფული მოუტეხეს.
ბმულები
მოტეხილი