მოქცევა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: მოქცევის
ზმნები: მოაქცევს მოიქცევს მოიქცევა მოექცევა
1. სადმე მოთავსება, რაიმე მდგომარეობაში ჩაყენება.
შვილი მკლავებში მოიქცია. მარცვლები ტომარაში მოაქცია. ქვეყანა ჩიხში მოაქციეს.
2. გარკვეული საქციელის ჩადენა, გარკვეული დამოკიდებულების გამოხატვა ვინმეს, რაიმეს მიმართ.
ვაჟკაცურად მოიქცა. სწორად მოიქცა. მეგობარს არასწორად მოექცა.
3. ჭეშმარიტი სარწმუნოების მიღება.
ქრისტიანობაზე მოაქციეს. მან მრავალი ურწმუნო მოაქცია.
4. ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და მისთ. მობრეცა, მოღრეცა.
ყბა მოექცა.სიბრაზისგან სახე მოექცა. ქუდი გვერდზე მოექცა.
5. შემთხვევით, მოულოდნელად გარკვეულ მდგომარეობაში მოხვედრა.
ქვეყნის სათავეში მოექცა. ყურადღების ცენტრში მოექცა. კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.
6. ზღვის დონის პერიოდული მატება.
წყლის მოქცევას ელოდა.