მოღერება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: მოღერების

ზმნები: მოიღერებს მოუღერებს

1. კისრის, ყელის, თავის ლამაზად დაჭერა, ამართვა.

ყელი მოიღერა.

2. ხელის, ჯოხისა და მისთ. დასარტყმელად აწევა, დამიზნება.

ძაღლს ჯოხი მოუღერა. მუშტი მოუღერა.

ბმულები

მოღერებული