მოყრა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: მოყრის

ზმნები: მოყრის მოაყრის მოიყრის მოუყრის მოიყრება მოეყრება

1. ცოტ-ცოტა და თანაბრად დაყრა რაიმეს ზედაპირზე (უპირატესად ფხვიერი მასისა).

მარილის მოყრა. ბილიკზე ქვიშა მოაყარეს.

2. გარკვეული ასაკის შესრულება, გარკვეულ წლოვანებამდე მისვლა.

პაპაშენის ხნის მოიყარე.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

თავს მოიყრიან

ბევრნი ერთ ადგილას შეგროვდებიან, შეიკრიბებიან.