მოშლა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: მოშლის

ზმნები: მოშლის მოიშლის მოუშლის მოიშლება მოეშლება მოაშლევინებს

1. მექანიზმისა და მისთ. წყობიდან გამოსვლა, გაფუჭება.

სასწორი მოიშალა. საკეტი მოიშალა. ჩამრთველი ბავშვებმა მოშალეს.

2. სისტემის დარღვევა.

ტრადიციის მოშლა. ეკონომიკა მოიშალა. სოფლის მეურნეობა მოიშალა.

3. რაიმეზე უარის თქმა, შეწყვეტა.

ხეტიალი არ მოიშალა. როგორც იქნა, წუწუნი მოიშალა. ხმამაღალი სიცილი მოიშალა.

4. რაიმეს დანგრევა, მოსპობა.

სალოცავები მოშალეს. აივნები მოშალეს. ღობე მოშალეს.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

თქვენი თავი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა!

დალოცვა მუდამ გვერდით გვყავდეთ.

ბმულები

მოსაშლელი მოშლილი