მოწინავე

ზედსართავი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: მოწინავის

1. ვინც სხვებზე წინ მიდის, წინ მიმავალი.

მოწინავე რაზმი.

2. შეგნებული, პროგრესული, გამორჩეული.

მოწინავე იდეები. მოწინავე აზრები. საზოგადოების მოწინავე ნაწილი.

3. სოციალურად, კულტურულად განვითარებული, განვითარების მაღალ საფეხურზე მდგომი.

მოწინავე ქვეყნები.