მოწყდომა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: მოწყდომის
ზმნები: მოწყდება მოაწყდება მოუწყდება
1. თავისით მოწყვეტა(1).
კაბას ღილი მოსწყდა.
2. მოულოდნელად ძალ-ღონის გამოცლა.
ქალი მოწყდა და დავარდა.
3. ბევრი ვინმეს ან რამის ერთდროულად, ერთბაშად მოსვლა.
შენობას ხალხი მოაწყდა. ცხვრები ღობეს მოაწყდნენ.
4. მოხეთქება, მოჯახება, მოსკდომა.
ტალღა ნაპირს მოაწყდა.