მოწყობა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: მოწყობის

ზმნები: მოაწყობს მოუწყობს მოეწყობა

1. რაიმეს საჭირო ნივთებით შევსება, გამართვა.

სამუშაო ოთახი მოაწყო. სახლი მოიწყო.

2. გამართვა, ჩატარება.

საღამოს მოწყობა. შეხვედრა მოაწყო.

3. მოგვარება, წესრიგში მოყვანა.

საქმე მოაწყო.

4. საუბრული სამუშაოზე, სასწავლებელსა და მისთ. მიღება.

კარგ თანამდებობაზე მოაწყო.

5. სადმე მოთავსება.

ახალ ბინაში კარგად მოეწყო.

ბმულები

მომწყობი მოწყობილი