მოხდა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: მოხდის

ზმნები: მოხდის მოიხდის მოუხდის მოეხდება მოახდევინებს

1. სახურავის, თავსაბურავისა და სხვ. მოცლა, მოშორება.

კასრს თავსახური მოხადეს. ქვევრი მოხადა. ქუდი მოიხადა.

2. ზედაპირიდან აცლა, ამოღება.

რძეს ცხიმი მოხადა. მურაბას ქაფი მოხადეს.

3. სახადის, ავადმყოფობის გადატანა.

წითელა მოიხადა. ქუნთრუშა მოიხადა.

4. ვალდებულების, სასჯელისა და სხვ. შესრულება.

სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა. თავისი ვალი მოიხადა.

ბმულები

მოუხდელი მოხდილი