მოხედვა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: მოხედვის
ზმნები: მოხედავს მოიხედავს
1. იქიდან აქეთ ან უკან თვალის მოპყრობა.
ჩემკენ მოიხედე. ქალმა უკან მოიხედა.
2. ავადმყოფის მომჯობინება, უკეთესად გახდომა.
ავადმყოფმა მოიხედა.
3. ყურადღების მოქცევა, პატრონობა.
ბავშვს მოხედეთ! აქაურობას მოხედეს.