მოხვევა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: მოხვევის

ზმნები: მოხვევს მოახვევს მოიხვევს მოუხვევს მოეხვევა

1. ყელზე, თავზე, მზრებზე რაიმეს შემოვლება, შემოხვევა.

ყელზე შალი მოიხვია. თავშალი მოიხვია.

2. სინაზის, სიყვარულის გამოსახატავად ხელების შემოვლება, ჩახუტება.

ხელი მოხვია. ერთმანეთს მოეხვივნენ.

3. სიარულისას, მოძრაობისას მიმართულების შეცვლა.

მანქანამ მოუხვია.

ბმულები

მოსახვევი1 მოხვეული