მტაცებლობა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: მტაცებლობის
ზმნები: მტაცებლობს
1. მტაცებელთა ნადირობა სხვა ცხოველებსა და ფრინველებზე თავის გამოსაკვებად.
დათვმა სოფელში მტაცებლობა დაიწყო.
2. გადატანითი ძარცვა-გლეჯა, რაიმეს მიტაცება, ქონების არაკანონიერი მითვისება.
ხალხი მტაცებლობით ირჩენს თავს.