მუხლი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: მუხლის

1. ფეხის შუა სახრელი, რომელიც აერთებს თეძოსა და წვივის ძვლებს.

მუხლების ტკივილი. მუხლის სახსარი.

2. ოფიციალური დოკუმენტის ცალკეული დანაყოფი.

კონსტიტუციის მე-5 მუხლი.

3. გადაბმის ადგილი ან რგოლი რაიმეს მოსახრელად.

საკვამლე მილის მუხლი. წყლის მილის მუხლი.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

მუხლებში ჩაუვარდება

ხვეწნა-მუდარას დაუწყებს, თავს შეაცოდებს.

მუხლი მოეკვეთება

ფეხებში ძალა გამოეცლება.

მუხლის მოყრა (მოდრეკა)

დაჩოქება.

ბმულები

მუხლისთავი სამუხლე