მძიმე1
ზედსართავი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: მძიმის
1. დიდი წონის მქონე.
ანტონიმი მსუბუქი.
მძიმე ხურჯინი. ტყვიასავით მძიმე.
2. დინჯი, ნელი, აუჩქარებელი.
მძიმე ნაბიჯები.
3. რასაც დიდი ძალა, ენერგია სჭირდება, დასაძლევად ძნელი, ძნელად შესასრულებელი.
მძიმე სამუშაო.მძიმე ამოცანა დააკისრა.
4. სქელი, ხშირი, დახშული.
მძიმე ღრუბელი.მძიმე ჰაერი.
5. გადატანითი დიდი, ბევრი, რთული.
მძიმე ვალი.მძიმე გადასახადი. მძიმე ავადმყოფობა. მძიმე მდგომარეობა.
6. გადატანითი შემაწუხებელი, ძნელად ასატანი.
მძიმე სუნი. მძიმე ხასიათი.
ბმულები
მძიმედ