მწყერი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: მწყრის
ხოხბის მსგავსი პატარა ფრინველი, ბუდობს მარცვლეულის ყანებსა და სათიბებში.
მსუქანი მწყერი.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
მწყრები ჰყავს
საუბრული მოისულელებს, უჭკუოა.
მწყრებს ააფრენს
საუბრული უჭკუოდ მოიქცევა, სისულელეს ჩაიდენს.