მხარე

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: მხარის

1. მიმართულება, ადგილ-მდებარეობა ვინმეს ან რაიმეს მიმართ.

მარჯვენა მხარე. წინა მხარე.

2. რაიმეს ნაწილი, გვერდი, კიდე, ნაპირი.

ქუჩის მეორე მხარე. კარადის ერთი მხარე.

3. დაპირისპირებულთა, დავაში მონაწილეთა ერთი ნაწილი მეორის მიმართ.

გამარჯვებული მხარე. მომჩივანი მხარე.

4. ქვეყანა, მიწა-წყალი.

მშობლიური მხარე. მთიანი მხარე.

5. გადატანითი რაიმე საგნისა თუ მოვლენის ნაწილი, ნიშან-თვისება.

ადამიანის ცხოვრების უცნობი მხარე. საქმის ფორმალური მხარე. დადებითი და უარყოფითი მხარეები.