მხარი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: მხრის

1. ადამიანის სხეულის ნაწილი კისრიდან მკლავამდე.

მხარზე შეისვა. მხარზე გაიდო. განიერი მხრები.

2. ხელის ნაწილი იდაყვიდან ლავიწის ძვლამდე.

მხრის ძვალი. მხარი გამკრა.

3. ცხოველის წინა კიდურის ზედა ნაწილი ბეჭიანად.

ცხვრის მხარი ააწონინა.

4. ფრინველის ფრთა.

ქათამს მხარი მოსტეხა.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

მხარი ექცა

ორიენტაცია დაკარგა.

მხარს აუბამს

თანადგომას, დახმარებას გაუწევს.

მხარს დაუჭერს

დაეთანხმება, დაეხმარება.

მხარს უმშვენებს

გვერდით ჰყავს, ახლავს.

მხარში ამოუდგება

მიეხმარება.

მხრებზე აწევს

რაიმეზე პასუხისმგებელია, საქმე ძირითადად მისი გასაკეთებელია.

მხრების აჩეჩვა

მხრების მოძრაობა ყოყმანის, გაკვირვების გამოსახატავად.

მხრების ჩამოყრა

დაღონება, გულის გატეხა.

ბმულები

მხარ-ბეჭი მხარ-მკლავი მხარდამხარ სამხრე