ნაბიჯი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ნაბიჯის

1. ფეხის ერთი გადადგმა.

სამი ნაბიჯი. დიდი ნაბიჯებით დადის.

2. მანძილი, რომელიც უდრის ფეხის ერთ გადადგმას.

ეზოდან ათ ნაბიჯზე რუ ჩამოდიოდა.

3. ფეხით სიარული, მოძრაობა.

ნაბიჯი ააჩქარა.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ნაბიჯით იარ!

სამხედრო წვრთნების დროს ან სპორტში სიარულის დაწყების განკარგულება.

ორ ნაბიჯზე

ძალიან ახლოს.

პირველი ნაბიჯი

რაიმე საქმიანობის დასაწყისი.

ყოველ ნაბიჯზე

ირგვლივ ყველგან, ბევრ ადგილას.

ბმულები

ნაბიჯ-ნაბიჯ