ნაკვეთი1
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: ნაკვეთის
1. მიწის ნაწილი, გარკვეული ტერიტორია, რომელიც ვინმეს საკუთრებაა.
საბოსტნე ნაკვეთი. სკოლის ნაკვეთი. ნაკვეთში წავიდნენ.
2. თხზულების, პერიოდული გამოცემისა და მისთ. ნაწილი, რომელიც ცალკე ქვეყნდება.
რომანი ნაკვეთებად იბეჭდება.