ნაწილი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ნაწილის

1. მთლიანობის, ერთიანი სისტემის შემადგენელი ერთეული, რომლის ცალკე გამოყოფაც შესაძლებელია.

სხეულის ნაწილები.

2. ორგანიზაციის, დაწესებულებისა და მისთ. სტრუქტურული ერთეული.

სამეცნიერო ნაწილი. სატანკო ნაწილი.

3. ნაწარმოების, თხზულების შემადგენელი ერთეული, დასრულებული მონაკვეთი.

წიგნი სამი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი დღეს წავიკითხე.

ბმულები

ნაწილ-ნაწილ ნაწილებიანი ნაწილობრივ სანაწილე