ნემსი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ნემსის

1. ხელით საკერავი იარაღი, ლითონის წვრილი ჩხირი, რომელსაც აქვს წვეტიანი თავი და ძაფის გასაყრელი გახვრეტილი ბოლო.

ნემსის ყუნწი. წვრილი ნემსი.

2. სხვადასხვა დანიშნულების გრძელი, წვრილი ლითონის ჩხირი.

გრამაფონის ნემსი. სამედიცინო ნემსი.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ნემსის ყუნწში ძვრება

ყველა საშუალებას იყენებს მიზნის მისაღწევად.

ნემსი არ ჩავარდება

ხალხმრავლობაა.