ნიღაბი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ნიღბის

1. სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სახეზე ასაფარებელი ნივთი ადამიანის კომიკური სახის, ცხოველის თავისა და მისთ. გამოსახულებით, იყენებენ მასკარადის, წარმოდგენის დროს.

თეატრალური ნიღაბი. ნიღბების ოსტატი.

2. სპეციალური საბურველი, რომელსაც სახის დასაფარავად ან დასაცავად იკეთებენ.

თავდამსხმელებს ნიღბები ეკეთათ. მეფუტკრის ნიღაბი.

3. კოსმეტიკური საშუალება, რომლითაც გარკვეული დროით სახის კანს მთლიანად იფარავენ.

მარწყვის ნიღაბი.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ნიღაბს ახდის

გამოააშკარავებს ვინმეს ფარულ ზრახვებს.

ნიღაბს ჩამოიხსნის

თავის ფარულ ზრახვებს გამოამჟღავნებს.

ბმულები

ნიღბიანი ნიღბოსანი