ნიშანი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: ნიშნის
1. საგნის ან მოვლენის დამახასიათებელი თვისება.
სხვადასხვა ნიშნით გამორჩეული.
2. რაიმეს მიმანიშნებელი, მაჩვენებელი.
თაყვანიცემის ნიშნად. ინფექციის ნიშნები.
3. წინასწარ დათქმული მოქმედება, რითაც ამცნობენ, მიახვედრებენ რაიმეს.
თამაშის დაწყების ნიშანი.
4. ნივთი ან სიმბოლური გამოსახულება, რომელსაც უკეთებენ საგანს სხვათაგან გამოსარჩევად.
სამკერდე ნიშანი. ძროხას ნიშანი შეაბა.
5. კვალი, დაღი, ნაჭრილობევი.
ლოყაზე ნიშანი ჰქონდა.
6. სხვადასხვა მოყვანილობის ლითონის პატარა ზომის საგანი, რომელზეც რაიმე გამოსახულებაა, გამოიყენება უპირატესად მკერდზე სატარებლად.
მფრინავის ნიშანი.
7. პირობითი გამოსახულება.
გამოკლების ნიშანი. სანოტო ნიშნები.
8. მოსწავლის ცოდნის შეფასების პირობითი აღნიშვნა.
კარგი ნიშნები.
9. იგივეა, რაც მიზანი(2).
ნიშანში მოარტყა.
10. სასიძოს მიერ საპატარძლოსთვის მირთმეული სამკაული, იმის დასტურად, რომ ცოლად ირთავს.
სამამამთილომ ნიშანი მოუტანა.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
ნიშანს აძლევს
ანიშნებს.
ნიშანში ამოიღებს
მიზანში ამოიღებს, დაუმიზნებს.
ნიშნად
რაიმეს გამოსახატავად, აღსანიშნად, საჩვენებლად.
ბმულები
ნიშნიანი ნიშნობა სანიშნე უნიშნო