პარტია

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: პარტიის

1. პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც გამოხატავს რომელიმე საზოგადოებრივი ჯგუფის, სოციალური ფენის ინტერესებს.

მემარჯვენე პარტიები. პარტიის ლიდერი.

2. ერთი ხელი თამაში (ჭადრაკისა და მისთ.).

პარტია ყაიმით დასრულდა.

3. საქონლის(2), პროდუქციის გარკვეული რაოდენობა.

ტანსაცმლის პარტია. ფეხსაცმლის ახალი პარტია.

4. მრავალხმიანი მუსიკალური ნაწარმოების ცალკეული ნაწილი, რომელიც სრულდება ერთი მომღერლის ან ერთი საკრავის მიერ.

ვიოლინოს პარტია. ჩელოს პარტია.

ბმულები

პარტიული