პასუხი

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: პასუხის

ზმნები: პასუხობს

1. ვინმესადმი მიმართვისას (შეკითხვის დასმისას, დაძახებისას) მიმმართველისათვის შესაბამისი რაიმეს თქმა.

პასუხის გაცემა. პასუხი დააგვიანა. ვინ მიპასუხებს?

2. მათემატიკური ამოცანის, გამოცანისა და მისთ. ამოხსნის შედეგი.

არასწორი პასუხი. პასუხზე დიდხანს იფიქრა.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

პასუხს აგებს

თავისი საქციელის გამო დაისჯება.

ბმულები

უპასუხო