პირი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: პირის

1. ჭრილი სახეზე, ზედა და ქვედა ყბას შორის.

პირი დააღო.

2. ღრუ, რომელშიც მოთავსებულია კბილები, ენა.

პირი გამოტენილი აქვს.

3. იგივეა, რაც სახე(1).

პირი უცინის.

4. პიროვნება.

სამხედრო პირი.

5. იგივეა, რაც ასლი.

პირი გადაიღო.

6. იგივეა, რაც ზედაპირი.

პრიალა პირი.

7. იგივეა, რაც ნაპირი(2).

ზღვის პირას ვისხედით.

8. მჭრელი იარაღის ბასრი მხარე.

დანის პირი.

9. წყება, რიგი.

ერთი პირი ცოლ-შვილი.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ბალიშის (საბნის, ლეიბის) პირი

შალითა, რომელშიც ბალიშს (საბანს, ლეიბს) სვამენ.

ვინმეს პირით შეუთვლის

ვინმეს დააბარებს სათქმელს.

პირზე დაადგება

პირადად ამხელს.

პირის გატეხა

პირობის დარღვევა.

პირს აიქაფებს

ბევრს ილაპარაკებს.

პირს დააღებს.

ხმას ვერ ამოიღებს, გაჩერდება, გაშტერდება.

პირს შეაჩვევს

გაუთამამდება, თავს ყველაფრის თქმის უფლებას მისცემს.

პირს შეკრავენ

მოილაპარაკებენ, შეთანხმდებიან.

პირში ეტყვის

დაუფარავად ეტყვის სიმართლეს პირადად.

პირში სული უდგას

ცოცხალია.

საღამოს (შემოდგომისა და მისთ.) პირზე

საღამოს (შემოდგომისა და მისთ.) დამდეგს.